რუსთავის 1 ამცრელ პუნქტში ვაქცინაციის პროცესი შეწყდა

2021-03-18 23:57:43

რუსთავში, N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ვაქცინაციის პროცესი შეწყდა.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი მერი ლოლაძე "ინფო რუსთავთან" განმარტავს, მიზეზი სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარის არარსებობა გახდა.

"გვაცნობეს ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ როგორც ამბულატორიას შეგვიწყდებოდა პროცესი. სასურველია, სტაციონარის ბაზაზე ხორციელდებოდეს ვაქცინაცია.

თავიდანვე ვნერვიულობდით ამ თემაზე, ვინაიდან ვიცოდით, რომ სტაციონარის ბაზაზე უნდა ყოფილიყო.

ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და რადგანაც რეანიმატოლოგი არ გვყავს, რეანიმაცია არ გვაქვს, არ არიან წარმოდგენილი ჩვენთან სტაციონარის ექიმები, სწორად იქნა გადაწყვეტილება ამ შემთხვევა მიღებული", - განაცხადა მერი ლოლაძემ.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის პროცესი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რუსთავში 14 მარტს შემოვიდა. სამედიცინო დაწესებულებებში მედ პერსონალის აცრისთვის სულ 1400 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა გადანაწილდა. ვაქცინაციის პროცესი ქალაქში 15 მარტს დაიწყო.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI