რუსთავში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 90 პირია აცრილი

2021-03-18 19:26:17

რუსთავში, დღეის მონაცემებით, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინით 90 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია აცრილი.

როგორც ქალაქში მოქმედი ამცრელი პუნქტების ხელმძღვანელი პირები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ, ვაქცინაციის შემდგომ მძიმე გვერდითი რეაქცია არცერთ შემთხვევაში არ განვითარებულა.

თუ N1 და N2 დიაგნოსტიკური ცენტრების ხელმძღვანელი პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, საერთო ჯამში, ვაქცინაციის შემდგომ გარკვეული სიმპტომატიკა, კერძოდ, მაღალი ტემპერატურა, კუნთების ტკივილი და შემცივნება 10-მდე სამედიცინო მუშაკს გამოუვლინდა.

მედიკოსები განმარტავენ, რომ აღნიშნული სიმპტომების განვითარება ნორმალურია და არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინამ გართულება გამოიწვია.

შეგახსენებთ, ვაქცინაციას მძიმე გვერდითი რეაქცია მოჰყვა ახალციხეში.

"იმედის" კლინიკაში, აცრიდან 30 წუთის შემდეგ, ექთანი კომაში ჩავარდა. 28 წლის ქალი თბილისში გადმოიყვანეს, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები