რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 11 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 141 პირი შეამოწმდა. მისივე თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი წინა დღეებთან შედარებით გაზრდილია.
სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლეულთა შორის 2 პედაგოგი და 3 ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.
პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.
ვირუსზე 36 პირი შემოწმდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, მათგან კორონავირუსი 2 პაციენტს აღმოაჩნდა.