ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

2021-03-18 16:04:27

გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხეში, კლინიკა "იმედში" "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა.

ექიმების თქმით, 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.

ექთანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე