ზოგადი უნარების გამოცდის პირველი სესია დასრულდა

2017-07-06 13:41:59

ზოგადი უნარების გამოცდის პირველი სესია დასრულდა. პროცესმა ექსესების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩაიარა. რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ზვიად მურადაშვილის განცხადებით, არ ყოფილა არცერთი დაგვიანებისა და გამოცდიდან მოხსნის შემთხვევა.

პირველ სესიაზე 481 აბიტურიენტიდან 26 არ გამოცხადდა. მეორე სესიის აბიტურიენტებისთვის რეგისტრაციის პროცესი 14:00 საათზე , გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.