საბავშვო გასართობი ცენტრები გაიხსნება

2021-03-18 15:03:15

ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით:
ცნობილი გახდა, რომ პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებს.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ პირველი აპრილიდან კინოთეატრებიც განაახლებენ მუშაობას.