სოფელ წერეთელთან, მარნეული-სადახლოს გზეზე მომხდარ ავარიას 45 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 4 მამაკაცი გზაზე ცხენის მისაბმელის საშუალებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი მიიმალა.
შსს-ის განცხადებით მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი. გამოძიება 276 მუხლის 5 ნაწილით მიმდინარეობს.