უბედურ შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა

2021-03-18 11:01:51

უბედური შემთხვევის შედეგად ქობულეთში მამა-შვილი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი მეზობელს სახლის სახურავის გაკეთებაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდნენ. შემთხვევა გუშინ საღამოს ქობულეთს შემოერთებულ ტერიტორიაზე ე.წ. მტს-ის დასახლებაში მოხდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ორივე გარდაცვლილი დახვდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.