თურქეთში, ართვინის რაიონის სოფელ დერეჯში მოულოდნელად გაჩენილი ხანძრის დროს 50 სახლი დაიწვა. [ვიდეო/video]
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ.
Dailysabah-ის ცნობით, ცეცხლი დაუდგენელი მიზეზის გამო ჯერ ერთ სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც სხვა სახლებზეც მალევე გადავიდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ისმაილ ჩატაკლის განცხადებით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.