რუსთავში თვითმომსახურების სამრეცხაო გაიხსნა [photo]

2021-03-17 19:39:12

რუსთავში, ცურტაველის ქუჩაზე, გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმომსახურების ავტოსამრეცხაო გაიხსნა. ®

სამრეცხაო კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

რაც მთავარია, თვითმომსახურების სამრეცხაო მორგებულია თქვენზე და საშუალებას გაძლევთ, საკუთარ ავტომობილზე სურვილისამებრ, უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებით იზრუნოთ.

სამრეცხაოში შეძლებთ პრემიუმ ხარისხით რეცხვას, უახლესი ტექნოლოგია კი, უზრუნველყოფს ავტომობილის მცირე დროში გაშრობას.

სამრეცხაოს შიდა ტერიტორიაზე საკმაოდ კომფორტულად შეგიძლიათ მოცდაც. სულ მალე, სივრცე სრულად იქნება ათვისებული და საშუალება გექნებათ კვების ობიექტითაც ისარგებლოთ.

თუ გსურთ, რომ დაზოგოთ დრო და ფული, ავტომობილის მოვლის ახალ სივრცეს რუსთავში აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითმომსახურების სამრეცხაოს მფლობელების გადაწყვეტილებით, კომპანიის ყოველთვიური შემოსავლის გარკვეული ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება და მოხუცთა თავშესაფარში გადაირიცხება.