1 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი

2021-03-17 11:47:22

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს და მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების  შედეგად, 1 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.