გიორგი შაქარაშვილის საქმე

2021-03-16 16:15:19

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეში ბრალდებულ 2 არასრულწლოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ისინი სასამართლომ 9 მარტის პროცესზე გაამტყუნა, თუმცა, კონკრეტული სასჯელი დღეს განესაზღვრათ.

განაჩენი მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მანამდე, შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ პატიმრობა 3 სრულწლოვან პირს მიუსაჯა.

5-ვე დაკავებული დამნაშავედ არიან ცნობილი ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის, ასევე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით:

არჩილ გაგნიძეს მიესაჯა 16-წლიანი პატიმრობა.

ნიკოლოზ რევაზიშვილი - 16-წლიანი პატიმრობა.

ვახტანგ ჩიქოვანი - 16-წლიანი პატიმრობა.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 - არასრულწლოვანი.