სად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვაქცინის მისაღებად

2021-03-14 17:51:03

საქართველოს მასშტაბით  Astrazeneca-ს ვაქცინით აცრები 15 მარტიდან დაიწყება.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ, თუმცა ელექტრონულ ველზე რეგისტრაციის უფლება მოქალაქეებსაც აქვთ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა რეგისტრაცია booking.moh.gov.ge-ზე უნდა გაიარონ. ჩვეულებრივი მოქალაქის რეგისტრაციის შემთხვევაში მოხდება კონკრეტული თარიღის დაჯავშნა და როცა ვაქცინაცია მათთვისაც ხელმისაწვდომი გახდება ისინიც აიცრებიან.

აცრა არის ნებაყოფლობითი და დღეის მდგომარეობით სისტემაში ვიზიტი დაჯავშნილი 1449 მედპერსონალს აქვს.