სასაფლაოზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

2021-03-14 16:27:18

კასპში, სასაფლაოზე 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ჭრილობა მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.