ავტოსაგზაო შემთვევა მსხვერპლით დასრულდა

2021-03-14 15:44:53

გურიაში, ნატანებში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოტოციკლით გზაზე მიმავალი მამაკაცი ძაღლს დაეჯახა, რის შემდეგაც მართვის მიმართულება დაკარგა. 40 წლამდე კაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.