სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
შეგახსენებთ, რომ სპორტული დარბაზების და ფიტნეს–ცენტრების გახსნის მოთხოვნით ფიტნეს-კლუბების წარმომადგენლებმა და სპორტსმენებმა საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართეს.