მიწისძვრა საქართველოში

2021-03-13 13:59:36

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 13:46 საათზე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევში მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.