ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ “კომენდანტის საათის” გადაწევას პირადად ის მხარს არ დაუჭერს.
„მე ამას მხარს არ დავუჭერდი, რადგან ჩვენ ძალიან დიდი რისკი ავიღეთ საკუთარ თავზე, როდესაც მხარი დავუჭირეთ შეზღუდვების მყისიერ მოხსნას. რეალურად ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რომელიც არის სხვა ქვეყნებშიც და იქ 20:00 საათზე იწყება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.