დღეიდან, 13 მარტიდან, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. უკვე 15 მარტიდან კი, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას სპორტული დარბაზები განაახლებენ.
სასწავლო პროცესი აღდგება აუდიტორიებში, განახლდება სასკოლო წრეებიც.
15 მარტიდან რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები, საქმიანობას კი, მაყურებლების დასწრებით, 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.
ძალაში რჩება კომენდანტის საათი.