ცვლილება მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკში

2021-03-14 22:34:40

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკი მცირედით შეიცვალა.

უფრო კონკრეტულად:

▪️ თოდრიის ქუჩიდან დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 06:15 საათზე განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 18:00 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:00 საათზე გამოვა;

▪️ მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 07:00 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 18:00 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:30 საათზე გამოვა;

▪️ ძველი ბაზრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 05:20 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 18:20 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:30 საათზე გამოვა;

▪️ მეგობრობის გამზირიდან კონკრეტულად კი გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან ვარკეთილის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 05:30 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 18:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:30 საათზე გამოვა;

▪️ რუსთავის რკინიგზის სადგურიდან (ე.წ 96- სამარშრუტო ხაზი) დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 05:20 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 17:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:00 საათზე გამოვა;

▪️ ფიროსმანის ქუჩიდან (ე.წ ალდაგის სამარშრუტო ხაზი) სპორტის სასახლის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 06:30 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 18:00 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:00 გამოვა;

▪️ მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან, გლდანის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 05:30 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 16:45 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:00 საათზე გამოვა;

▪️ ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ისთ ფოინთის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 07:15 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 18:00 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:20 საათზე გამოვა;

▪️ მე-19 მიკრორაიონიდან, მაღლივი კორპუსის მიმართულებით, რუსთავიდან პირველი მარშრუტი 07:00 განხორციელდება, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 17:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:00 საათზე გამოვა;

რუსთავიდან ლილოს მიმართულებით პირველი მარშრუტი 07:30 შესრულდება.

"თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გრაფიკთან დაკავშირებით დამატებითი ცვლილებები განხორციელდა ამის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება"- აცხადებენ ინტერტრანსში.

კომპანია „ინტერტრანსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.