პრემიერ მინისტრმა "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე კომენტარი გააკეთა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერები არის "სიყალბე და ფაბრიკაცია"
ღარიბაშვილის განცხადებით, „აღნიშნულ პროვოკაციას უნდა გაემიჯნოს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია“.
"ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ საიდან და ვისგან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია და ეს რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა. ვიყავი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი, ჩვენ 200 -300 მილიონის პროექტები გვქონდა საქართველოში. მოგეხნებათ, 3 მილიარდი აქვს დახარჯული ამ ფონდს ჩვენი ქვეყნისთვის, ბუნებრივია მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა მინისტრებთან მათ შორის მე მქონდა შეხვედრა ა.წ გარდაცვლილ კულტურის მინისტრთან ნიკა რურუასთან, კვიტაშვილთან ჩვენ ვმუშაობდით ამ პროექტებზე, ასევე თბილისის მერთან გვქონდა შეხვედრები ასევე სააკაშვილის მეუღლესთან ქალბატონ სანდრა რულოვსთან არაერთ პროექტზე გვქონდა მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა, პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო ჩემი როცა მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი, აქედან გამომდინარე მგონი პასუხი მარტივია პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრებთან",- განაცხადა პრემიერმა ფარულ ჩანაწერებთან დასმული კითხვის საპასუხოთ.