კურორტ გომის მთაზე ახალგაზრდა გაიყინა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, შემთხვევის ადგილისკენ გასულია 10 სამაშველო ჯგუფი.
"შემოსულია შეტყობინება, რომ გომის მთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10 კაციანი სამაშველო ჯგუფი", - აცახდებენ სამსახურში.
გავრცელებული ინფორმაციით,ახალგაზრდები ქარბუქში მოყვნენ, ძლიერი ყინვის გამო ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია.