Facebook შეფერხებით მუშაობს

2021-03-12 00:24:24

Facebook შეფერხებით მუშაობს.

მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა სახის პრობლემას აწყდებიან.

შეფერხებები უკვე აისახა Down Detector-ზე, სადაც პოპულარული სოციალური ქსელების მუშაობის მონიტორინგი ხორციელდება.

მომხმარებლების 41% პირად ანგარიშზე შესვლას ვერ ახერხებს, 32%-ს პრობლემები აქვს Newsfeed-თან დაკავშირებით.

ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით კომპანიის მხრიდან არ გაკეთებულა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები