რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში ერთი ოჯახის 2-მა წევრმა ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია მიიღო. [ვიდეო/video]
CO-თი 64 წლის ქალი და მისი 23 წლის შვილიშვილი მოიწამლა.
როგორც "ინფო რუსთავს" მეზობლებმა განუცხადეს, იქამდე სანამ შვილიშვილი გონებას დაკარგავდა სასწრაფო დახმარების გამოძახება მოასწრო.
"ჯერ იბანავა ოჯახის უფროსმა. მერე შევიდა შვილიშვილი და მან რომ თავი ცუდად იგრძნო ბებიას შეხედა, რომელიც უკვე გონდაკარგული იყო. სასწრაფოში დარეკვა მოასწრო. კარებამდე რომ მოვიდა გახსნა ვეღარ შეძლო, გონი დაკარგა. კარი მეზობელმა შეამტვრია სასწრაფო რომ მოვიდა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა მეზობელმა.
ბებია და შვილიშვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები და კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები.