ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერს მოუგო

2021-03-11 21:49:17

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა როგერ ფედერერი დაამარცა.

დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, შვეიცარიელი ლეგენდარული ჩოგბურთელი ბასილაშვილმა სამ სეტში დაამარცხა.

პირველი სეტი ფედერერმა 6:3 მოიგო, მეორე ბასილაშვილმა 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზ ბასილაშვილმა 7:5 იმარჯვა.

ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.