აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში 60 წლის ქალი გააუპატიურეს. შემთხვევა წუხელ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, შუახნის ქალის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი უკვე დააკავეს.
როგორც შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
60 წლის ქალი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.