წყლის მიწოდება შეიზღუდება

2017-07-04 13:07:35

დღეს, 4 ივლისს, სახელმწიფო ელექტრო სისტემის ქვესადგურზე „გარდაბანი 500“ მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი  დაზიანდა, რის გამოც „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით  დღეს, 4 ივლისს, 13:30 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას; წყალმომარაგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად  აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.

კომპანია „რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.