ქუთაისი-ცაგერის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, სოფელი აღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, “ჯიპის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
ავარიის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ისინი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.