ვადაგასული პროდუქტი რუსთავის მაღაზიებში

2021-03-13 00:42:39

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თებერვლის თვეში რუსთავში 10 ობიექტი დააჯარიმა.

როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, აღნიშნული ობიექტების ნაწილი დაურეგისტრირებელი ეკონომიკური საქმიანობისთვის,  ნაწილი კი, სასურსათო მაღაზიებში ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციისა და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.

ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, ქვემო ქართლში გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმება თებერვლის თვეში 120-მდე ობიექტში ჩატარდა, აქედან 22 ობიექტი სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ობიექტები 1000 ლარით ჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი უჩერდებათ იქმადე, სანამ არ გამოსწორდება არსებულ პირობები.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები