სპეცოპერაცია რუსთავის გზატკეცილზე

2021-03-09 12:35:49

ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს 40 წლამდე მამაკაცის ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.