უნდა ატარონ თუ არა პირბადე ვაქცინირებულმა ადამიანებმა

2021-03-09 11:44:26

ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს, ერთმანეთთან კომუნიკაცია პირბადის გარეშე შეუძლიათ.

ამის შესახებ რეკომენდაცია ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასცა.

ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ: ერთმანეთს დახურულ სივრცეში პირბადის და სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე შეხვდნენ.

დახურულ სივრცეში შეხვდნენ არავაქცინირებულ პირებს, რომლებიც კორონავირუსის გართულების დაბალ რისკი ჯგუფს წარმოადგენენ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით კორონავირუსის ვაქცინა მსოფლიოში 116 ქვეყანაში 312 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები