მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი, აღნიშნულ კითხვაზე ეპიდემიოლოგები ცალსახად პასუხობენ რომ არა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია რომ შესაძლოა კომენდანტის საათის დრომ გადაიწიოს და ნაცვლად 21 საათისა დაიწყოს 23 საათზე. არსებული ინფორმაციით საკოორდინაციო საბჭოზე, თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.
ამ ეტაპზე ცნობილია რომ 15 მარტიდან გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება:
* მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები
* სასწავლო პროცესი უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში აღდგება.
* აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება
* რეპეტიციებსა და ვარჯიშს განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები.