2020 წლის აღმოჩენები რუსთავში [ვიდეო/video]
რუსთავის მუზეუმის 2020 წლის საქმიანობა "ინფო რუსთავთან" გადაცემაში (Free live), მისმა ხელმძღვანელმა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა შეაჯამა.
პაჭიკაშვილის თქმით, მიუხედავად პანდემიისა და მისგან გამოწვეული სირთულეებისა წლის განმავლობაში რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა მაინც მოხერხდა.
რუსთავის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა მე-13 საუკუნით დათარიღებული მონეტები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ რუსუდანის მეფობის დროსაა მოჭრილი.
გარდა ამისა ციხის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ახალგაზრდა ქალის სამარხი, რომელიც სავარაუდოდ ძვ.წ მეორე ათასწლეულის სამარხია.
დეტალები ნახეთ ფეისბუქზე https://www.facebook.com/306943529455599/videos/453479305814873
და იუთუბზე