"შეიძლება ქვეყანაში შემომეტანა ჩინური ვაქცინა"

2021-03-06 12:15:56

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 22 მარტის კვირაში ჩამოვა.

მინისტრის თქმით, დღეს რომ ნოემბერი ან დეკემბერი იყოს ქვეყანაში ჩინურ, ან ნებისმიერი სხვა არარეგისტრირებული ვაქცინას შემოიტანდა.

დღეს რომ იყოს ნოემბერი ან დეკემბერი, რა თქმა უნდა, მე საკუთარ თავზე ავიღებდი პასუხისმგებლობას და მივიღებდი სარისკო გადაწყვეტილებებს, როდესაც შეიძლება ქვეყანაში შემომეტანა ჩინური ვაქცინა ან ნებისმიერი სხვა არარეგისტრირებული ვაქცინა...

რა თქმა უნდა, მე ვარ პასუხისმგებელი, როდის შემოდის ქვეყანაში ვაქცინა, მაგრამ როდესაც ჩვენ ქვეყნის მასშტაბით გვაქვს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით დადებითი დინამიკა, დღიურ ჭრილში გვაქვს 130-დან 350-მდე ინფიცირების შემთხვევა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, მივყვეთ პროცესებს იმ დანარჩენი ქვეყნების მსგავსად, რომელი ქვეყნების გაერთიანებაშიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გვინდა შესვლა და ამაში მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ვთვლი, რომ თანმიმდევრული, იურიდიულად გამართული პროცესების ზედმიწევნით მიყოლა და იმ პროცესების შიდა მენეჯმენტი, რომელიც ეხება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვას, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნაჩქარევი ნაბიჯები და ასევე სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები ერთმანეთის მიმართ, რომელიც არანაირი შედეგის მომტანი არ არის",- განაცხადა ტიკარაძემ რადიო თავისუფლებასთან  ინტერვიუს დროს.