დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, დაქირავებით დასაქმებულთათვის თებერვლის თვის 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო.
თებერვლის თვის სახელმწიფო დახმარება 139 348 პირს ჩაერიცხება, რაც საერთო ჯამში 27 869 600 ლარის ოდენობაა.
იანვრის თვეში თებერვლის თვესთან შედარებით საკომპენსაციო თანხა 33 268 ადამიანით ნაკლებს, 106 080 პირს ჩაერიცხა.