ცენტრალურ პარკში მცირე ზომის აუზი მოეწყო

2017-07-03 15:42:10

რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის მცირე ზომის საცურაო აუზი მოეწყო. ტერიტორია, სადაც აუზია განთავსებული, შემოღობილია, წყალი კი დასუფთავებული და შემოწმებული. ააიპ უზრუნველყოფა მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ აუზში შინაური ცხოველების ჩაყვანისგან.