ოზურგეთის ცენტრში სუპერმარკეტი "მოდერნი" დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, სუპერმარკეტში ნიღბიანი პირი შეიჭრა და დანის მუქარით მოლარე-ოპერატორისგან 1000 ლარამდე თანხა წაიღო.
მსგავსი შემთხვევა აღნიშნულ მაღაზიაში ერთი წლის წინაც მოხდა. დამნაშავემ სუპერმარკეტიდან თანხის წაღება მაშინაც მოახერხა, თუმცა სამართალდამცავებმა ის ოთხ დღეში დააკავეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.