გორის მუნიციპალიტეტში 13 წლის მოზარდის მშობიარობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა შვილი 50 წლამდე, თანასოფლელი კაცისგან გააჩინა.
როგორც მოზარდის მეზობლები ამბობენ, კაცმა გოგონაზე სექსუალურად მატარებელში იძალადა.
ადგილობრივების თქმით, ბრალდებული ოჯახის ახლობელია.
საქმეში ჩაერთო სოციალური მუშაკი, არასრულწლოვანი დედა და ახალშობილი უკვე თავშესაფარში არიან გადაყვანილნი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.