გემზე, რომელზეც ქართველებიც იყვნენ, 3 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს [video]

2021-03-04 00:18:53

ესპანეთის წყლებში დაკავებულ გემზე, რომლის ეკიპაჟის წევრებიც ქართველებიც იყვნენ, 150 მილიონის დოლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. [ვიდეო/video]

ესპანური მედიის ინფორმაციით, გემი სახელად "ნეჰირი" რიბადეოს სანაპიროდან გავიდა. ეკიპაჟის წევრები სამართალდამცავების გამოჩენას არ ელოდნენ და გემის ჩასაძირი მოწყობილობა გააქტიურეს. თუმცა პოლიციამ იქამდე, სანამ გემი ჩაიძირებოდა, მასზე ტვირთის ნაწილის ამოღება მაინც შეძლო.  2 საათში გემი წყალში მთლიანად ჩაიძირა.

პოლიციელებმა სპეცოპერაციის დროს ქართველებთან ერთად თურქი ეროვნების პირებიც დააკავეს.

სამართალდამცავებმა, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს 1 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ, საერთო ჯამში 3 ტონა კოკაინის ამოღება შეძლეს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები