კორონავირუსის ახალი შტამი

2021-03-03 23:25:17

კორონავირუსის (SARS-Cov-2) ახალი შტამით, რომელიც P.1-ის სახელითაა ცნობილი, კოვიდგადატანილი პირებიც ინფიცირდებიან, მიუხედავად იმისა, თუ თავდაცვის რა ხერხი გამოიმუშავა მათმა იმუნურმა სისტემამ.

კოვიდის ახალი ვარიანტი პირველად დეკემბერში ბრაზილიაში დაფიქსირდა. მეცნიერები ღელავენ, რომ შესაძლოა ახალი შტამმა კორონავირუსის გავრცელების სერიოზული ტალღა გამოიწვიოს.

ახალი ვარიანტი ქალაქ მანაუსში მძვინვარებს, თუმცა ბრაზილიის გარდა მსოფლიოს 24 ქვეყანაში უკვე გავრცელებულია.

ლონდონის Imperial College-ის მკვლევრის ნუნო ფარიას თქმით, თეორია, რომლის მიხედვითაც ახალი შტამით კოვიდგადატანილი პირებიც ინფიცირდებიან, დაფუძნებულია ქალაქ მანაუსში ჩატარებულ კვლევებზე და ჯერ-ჯერობით უცნობია შეიძლება თუ არა მისი განზოგადება. თუმცა მკვლევარი საზოგადოებას მკაცრი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ არსებული რეკომენდაციების დაცვა, იზოლაცია და პირბადის ტარება, განაგრძონ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები