3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.
ალბათ როგორც დანარჩენ საქართველოში, დღეს რუსთავის ქუჩებიც განსაკუთრებული და განსხვავებულია. ქალაქში უამრავ გახარებულ და მომღიმარ ადამიანს შეხვდები, თანაც ულამაზესი ყვავილებით ხელში.
დედებს, რომლებმაც საჩუქრები უკვე მიიღეს ან შვილებს, რომელთაც ახლა მიაქვთ თაიგულები მშობლებისთვის.
"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა მოემზადებინა ფოტორეპორტაჟი, რომელშიც საკმაოდ ემოციურ კადრებს შეხვდებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დედის დღე პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა, რომელიც 1991 წელს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
ნახეთ ფოტორეპორტაჟი რუსთავის ქუჩებიდან.