სახალისო განცხადება

2017-07-02 16:32:52

დაბადებული და გაზრდილია ამერიკაში. თბილ შტატში, შესაბამისად ჟანგებიც არ აქვს. 
მცირე დაზიანების შემდგომ მკურნალობა და შუა ასაკის გატარება გადაწყვიტა საქართველოში.

საქართველოში ემიგრაციის შემდგომ იმყოფება ჩემს ხელში. არის ტექნიკურად და ვიზუალურადაც კარგ მდგომარეობაში. ობიექტური შეფასებით 8/10 ტექნიკური, 9/10 ვიზუალი.

საქართველოში ყოფნის პერიოდში არის სუფთა ქალაქელი მანქანა, მხოლოდ 3 ჯერ დატოვა თბილისის ტერიტორია, გორში, კასპში და თეთრწყაროში მგზავრობისას. 
საქართველოში ყოფნის პერიოდში ცხოვრობს წყნეთში და მხოლოდ სამსახური, სახლი და პატრონის შვილის ბაღიდან გამოყვანა ავალია.

არ არის მოქეიფე და მხოლოდ 4.5-5.5 ლიტრით კმაყოფილდება.

არ არის სოლარიუმში და კუზანოვებთან ნამყოფი და შელამაზებული. რომ ჩამოვიდა და იმკურნალა იმის მერე არაფერი დასჭირვებია. 
თავის ფასი იცის, შეიძლება სხვა ამავე ასაკის მანქანებთან შედარებით ოდნავ გეძვიროთ მაგრამ ფასზე დავილაპარაკეთ. 
ფასზე დავილაპარაკებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტელეფონზე დარეკვისას ან მანქანის ნახვის დროს არ მომმართავთ "ბრატ" - ით და "ძმათი" . მამაჩემი საკმაოდ ერთგული კაცია და არ მგონია სადმე სხვა ძმა მყავდეს. 
კიდე უაზრო კითხვები თქვენთვის დაიტოვეთ. ისედაც ბევრ ადამიანთან მიწევს ყოველდღიურად ურთიერთობა და მსგავსი კითხვების სიმცირეს არ განვიცდი. 
მაგალითისთვის უაზრო კითხვების ჩამონათვალი:
1) დენზე როდის გადადის?
2) სად უნდა დატენო ელემენტი?
3) ელემენტი რამდენ ხანში ჯდება
4) 180ს წევს?
5) ბმვ-ს გაუსწრებ? 
6) და ა.შ 
თუ იდეალურ ტოიოტა პრიუს ეძებთ გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ მისამართს: www.toyota.ge.

თუ ეძებთ შელამაზებულ და გასაყიდად გამზადებულ მანქანას ეწვიეთ სხვა განცხადებებს ან რუსთავის ავტობაზრობას.

თუ ზედ გადაყოფილი და კარგად მოვლილ მანქანას ეძებთ რომელიც დიდ ხანს გატარებთ მშვიდად და წყნარად დამირეკეთ მე.

ადიოს

მანქანის ფასი: 12 700 ლარი გაყოფილი 2.43-ზე. ანუ 5225 ჩვენი დასავლელი პარტნიორების ფულადი ერთეული. (ან იმ დღის კურსით)

განცხადება საიტზე myauto.ge გუშინ განათავსეს