მასწავლებელს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

2021-03-01 16:16:54

მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში პედაგოდი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მასწავლებელი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

13 წლის მოზარდმა 55 წლის ფიზკულტურის მასწავლებლის მხრიდან გარყვნილ ქმედებაზე ინფორმაცია ერთ-ერთ პედაგოგს მიაწოდა. არსებული ინფორმაციით, ფაქტი სასწავლო პროცესის დროს მოხდა. ინფორმაციის მიღებისთანავე, სკოლის დირექციამ ჯერ შიდა მოკვლევა დაიწყო, შემდეგ კი ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ბავშვთა სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა.