გარდაბანის მუნიციპალიტეტ სოფელ თბილწყაროში უბედური შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა.
აფეთქების შედეგად ორი არასრულწლოვანი ძმა დაშავდა. დაშვებულები კლინიკა "ჯეოჰოსპიტალში" გადაიყვანეს.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ერთ-ერთს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მეორე ძმის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქად ფასდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.