სომხეთში აქციის მონაწილეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ [video]

2021-03-01 15:33:19

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ. [ვიდეო/video]

მათი მთავარი მოთხოვნაა, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა თანამდებობა დატოვოს.

შენობაში შეჭრამდე დაპირისპირება იყო სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის. სამართალდამცავები ცდილობდნენ მთავრობის სახლის შესასვლელში კორდორი გაეკეთებინათ, რათა პროტესტის მონაწილეებს შესვლის საშუალება არ ჰქონოდათ.

ერევანში საპროტესტო ტალღა თებერვალში სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის ტირან ხაჩარიანის თანამდებობიდან გადადგომას მოჰყვა.

ხაჩარიანის გათავისუფლებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება მოჰყვა, რომელსაც ხელი გენერალური შტაბის უფროსმა, მისმა მოადგილეებმა და რამდენიმე ათეულმა სამხედრო მეთაურმა მოაწერა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანს და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილების მიღება აღარ შეუძლიათ.

ეს ქმედება ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად გამოაცხადა, რის შემდეგაც თავისს მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

ერევანში პარალელურად იმართება ოპოზიციისა და მთავრობის მომხრეები საპროტესტო აქციები. 


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები