ქობულეთში მე-2 საჯარო ბაღში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სააღმზრდელო პროცესი არ განახლდა.
როგორც ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, პედაგოდს კორონავირუსი გეგმური კვლევისას დაუდასტურდა.
"დღეს სააღმზრდელო პროცესი არ განახლდა ქობულეთის მეორე ბაღში. ამის შესახებ მშობლებს შეტყობინებები გაეგზავნათ და ინფორმირებული არიან. ყველა თანამშრომელი გადავიდა თვითიზოლაციაში. 12 დღის შემდეგ გაიტესტება ყველა თანამშრომელი. პასუხების შედეგად ეპიდემიოლოგები როგორც კი მოგვცემენ უფლებას, გაიხსნება ბაღი. ტექნიკურად ჩვენ მზად ვართ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ დანარჩენ 28 ბაღში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი საპრევენციო ზომების სრული დაცვით. სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე განხორციელდა თანამშრომელთა ტესტირება, სადენზინფექციო და მორეცხვითი სამუშაოები. გამოცხადება 50%-ია“, - აცხადებენ ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში.
ცნობისთვის, სასწავლო სააღმზრდელო პროცესი განახლდა რუსთავის ბაგა-ბაღებშიც.
როგორც "ინფო რუსთავს" ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა, სააღმზრდელო პროცესის პირველ დღეს ბავშვების საერთო რაოდენობის 1/3 ესწრებოდა.
მისივე ინფორმაციით, თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა არც აღსაზრდელს და არც ბაღის პერსონალს არ დაფიქსირებია.