თბილისში, მეტრო სამგორთან ხანძარია.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ერთ ვაგონს უკიდია. ვაგონი ფუნქციონირების პერიოდში საწვავის გადაზიდვისთის გამოიყენებოდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 14 ეკიპაჟი. ისინი ცეცხლის ლიკვიდირებას ცდილობენ.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენი მიზეზი.