რა ვაკანსიებია გერმანიაში ქართველებისთვის

2021-03-01 14:11:54

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო და ამ ეტაპზეც მიმდინარეეობს.

დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება.

- კულტივაცია

- მცენარეების დარგვა (დათესვა)

- მცენარეების გაზრდა, ყურძნის გასხვლა, მიწის კულტივაცია

- დამუშავება ყურძნის მოსავლის აღება სატაცურის მოჭრა კენკრის მოსავლის აღება (მარწყვი, მოცვი, ჟოლო, სხვა)

- ხილის მოსავლის აღება (ვაშლი, მსხალი, ბალი, ქლიავი, სხვა)

- ბოსტნეულის მოსავლის აღება (კომბოსტო, პრასი, ბოლოკი, კიტრი, სხვა)

- სალათებისა და სამკურნალო მცენარეების/მწვანილის მოსავლის აღება პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა საწყობში მუშაობა

- პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება

- პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა

- საწყობში მუშაობა