ვადაგადაცილებული სესხები 68.7 მლნ ლარით გაიზარდა

2021-03-01 13:09:44

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ იანვრის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, იანვარში ვადაგადაცილებული სესხები 68.7 მლნ ლარით გაიზარდა და 602.2 მლნ ლარს გაუტოლდა.

მიმოხილვის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 38.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით, 55.5 პროცენტამდე გაიზარდა.