რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი გადაკეტილია.
ავტობანი საპროტესტო აქციის "პროტესტი საწვავის ფასს" მონაწილეებმა გადაკეტეს.
საავტომობილო მოძრაობა მაგისტრალის ორივე მხარესაა ბლოკირებული.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართეს, რათა მათი ხმა პასუხისმგებელ პირებამდე მივიდეს და საწვავზე ფასის კლება მოხდეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ისინი აქციის მონაწილეების საავტომობილო გზიდან გადაყვანას ცდილობენ, რათა გზაზე ავტომობილების თავისუფალი მოძრაობა აღდგეს.